სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
17-04-2024
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა. ეს დღე პირველიბ (დამრიგებელი:თეა მესხი), პირველიგ (დამრიგებელი:სოფო ნასყიდაშვილი), მეორებ (დამრიგებელი:მაგდა გელენიძე) და მეხუთხებ (დამრიგებელი:ნინო თუთისანი) კლასების მოსწავლეებმა ძვირფას დედებს სიყვარულითა და გაბრწყინებული თვალებით მიულოცეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა და მათმა პედაგოგებმა მართლაც რომ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს დედებს. პროექტის კულმინაცია იყო, ზეიმის დასასრულს პირველბ კლასში თაიგულებით ხელდამშვენებული მამების შესვლა, რამაც განსაკუთრებულად გაახარა დამსწრე საზოგადოება.

დედის დღეს, 9 აპრილისა და დედაენის დღის ზეიმები მოჰყვა. აქ თავი პირველმა და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა - ლაურა ბაბლუანმა და საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა - ვერა ხობუამ გამოიჩინეს.

„დაწყებითი კლასების კათედრა აქტიურობითა და საზეიმო ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სკოლის დირექცია აფასებს მასწავლებლების გაწეულ ყოველ ძალისხმევას, რაც უკავშირდება სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმის გაუმჯობესებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება