სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება არეშფერანის საჯარო სკოლაში
16-04-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. 

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თამუნა ბრეგვაძემ, გრანდიოზული ღონისძიება ჩაატარა, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებაც წაიკითხეს, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, პატივისცემასა და დაფასებას ემსახურებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მოწვეული სტუმრები. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მისი მოადგილე ნინო ბატიაშვილი, ასევე ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა შუშტაკაშვილი, ლაგოდეხის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თვმჯდომარე ეკა ლეკიაშვილი.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს მობრძანებისთვის და ამაყობენ ნიჭიერი მოსწავლეებით, რომლებმაც ასეთი დაუვიწყარი ღონისძიება გამართეს. 

„ჩვენი სკოლა ამაყია, რომ ჰყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები, ნიჭიერები და უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი დღის გალამაზებისათვის, ყველა იმ ემოცისათვის რაც დღეს განგვაცდევინეს. მადლობა თავად თამარ ბრეგვაძეს ღონისძიების ორგანიზატორს, იმ ულევი შრომისათვის რაც მან გაიღო. თითოეულ დეტალსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობას რომ ანიჭებდა. და აქვე განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, სტელა გიგოლაევას, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება