| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო ტყის საერთაშორისო დღისა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომლებიც ჩატარდა ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით.
პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო ტყის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, როგორც საყოფაცხოვრებო პირობების, ასევე ჯანმრთელობის მიმართულებით. მათ ასევე ტყეში გაისეირნეს, სადაც გადაიღეს ფოტოები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის შემოგარენი და დარგეს ხე-მცენარეები.
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს 21 მარტს აღინიშნება ასევე დაუნის სიდნრომის მსოფლიო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, დღის სიმბოლო ჭრელი წინდები მოირგეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეებმა აქტივობების მეშვეობით თავიანთი ემოციები გამოხატეს.
„საბედნიეროდ, დღეს, სახელმწიფოსა და პროფესიონალი ექიმების თუ კეთილი ადამიანების დახმარებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვენთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან ინტეგრირებულნი არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას