სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის გადასცა მადლობის სიგელები მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის - პრეზენტაცია
16-04-2024
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებაზე განათლების მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გიორგი ამილახვარი: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მანდატურს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.

მეამაყება ის, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი - ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც შეიძლება სკოლაში გადააწყდნენ. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურები გვევლინებიან მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხარდამჭერებად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.‘‘

მიმდინარე წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება