| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ედელვაისი“. ეკოკლუბელები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად ეწევიან. ამჟამად, კლუბი მასშტაბურ გარემოდაცვით კონკურსშია ჩართული, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივას, პროექტსა თუ აქტივობას ახორციელებს.
28 მარტს, სკოლაში, ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების მიზანს - „მსოფლიოს ეკოსისტემები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისა და წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, ბიომრავალფეროვნების მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჭეიშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო მანგალაძე.
პროექტის მხარდამჭერია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.
მოსწავლეებმა ზოგადად მიმოიხილეს ეკოსისიტემები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისიტემებში კვებითი ჯაჭვი; მიმოიხილეს ზოგადად სხვადსხვა ტიპის ეკოსისტემები და შემდეგ ისაუბრეს ბოტანიკურ ბაღებზე, მათ მნიშვნელობაზე. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საქართველოს ბოტანიკურ ბაღებზე (ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ზუგდიდის, ბათუმის); ასევე, ბრუკლინის, ბრიტანეთის სამეფოს, სინგაპურის, ალასკის, რიო-დე-ჟანეიროს, დუბაის ბოტანიკურ ბაღებზე;
ადამიანის ხელით შექმნილ ეკოსისტემებზე საუბრისას მოსწავლეებმა გაიხსენეს სურამი და ადამიანი, რომლმაც ფაქტიურად შექმნა ეს უნიკალური კურორტი. გამოთქვეს მოსაზრება, რომ ერთი აქტივობა მიეძღვნას მიხეილ მურვანიშვილს და მის საქმიანობას. ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი პროდუქტები - „საქართველოს წითელი წიგნი“ და ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნი „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“. კონფერენციის შემდეგ გაიხსნა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა დედამიწის ეკოსისტემებს. აღნიშნული ღონისძიებით მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ეკოსისტემების შესახებ და გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას