| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება. მოწაფეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით, 27 მარტს, წყალტუბოს სპორტის სასახლეში ჩატარდა რეგიონალური თამაშები ხელბურთში, რომელშიც იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული 6 გუნდი მონაწილეობდა.
სკოლის ხელბურთელმა ვაჟებმა შეჯიბრში ღირსეულად იასპარეზეს - ნახევარფინალში დაამარცხეს წყალტუბოს გუნდი, ფინალურ შეხვედრაში სამტრედიის გუნდთან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში კი შეხვედრა დათმეს და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.
გუნდის ყველა მონაწილე სპორტკლუბ „არგონავტების“ წევრები არიან.
ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი უკლება, ლუკა სულეიმინაშვილი, ოთო მემარნიშვილი, რატი გვენეტაძე, ნიკა ხაინდრავა, მურმან აბულაძე, ვილი ლიპარტელიანი, დათა ხუსკივაძე, საბა ქარსაძე, თორნიკე ხარძეიშვილი, ლუკა ჭანკვეტაძე, რომელთა სპორტის მასწავლებელი გულნარა ბზიკაძე გახლავთ.
მოსწავლეები შეჯიბრიდან ახალი გამოცდილებით დაბრუნდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრების შემდეგ მუნიციპალიტეტების სპორტსმენები ერთმანეთს ულოცავდნენ გამარჯვებას, ბავშვებმა შეიძინეს ახალი მეგობრები და სამახსოვრო, ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
იხილეთ ფოტო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას