| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი შორენა ქავზინაძე მუდამ წინსვლასა და წარმატებაზეა ორიენტირებული, ამჯერად, სკოლა მის მორიგ მიღწევას დიდი სიამაყით გვიზიარებს.
პედაგოგის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო, სახელწოდებით - „გეომეტრიის ამოცანათა კრებული“, რომელიც უდიდეს დახმარებას გაუწევს ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ, მის ღვაწლს აფასებენ და აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
პედაგოგის წარმატებაზე სკოლის დირექტორი ვერა ბენიძეც დიდი სიამაყით საუბრობს და უხარია, რომ პედაგოგი შორენა ქავზინაძე მისი გუნდის ღირსეული წევრია.
„წიგნის გამოცემა არ არის იოლი საქმე, მაგრამ როცა მასწავლებელი მოტივირებულია, მას მიზნის მიღწევაში, წინ ვერაფერი დაუდგება, რაც შენ არაერთხელ დაამტკიცე.
მიხარია რომ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი ხარ, ჩვენი სკოლის წარმატებაში მნიშვნელოვანია შენი წვლილი, მჯერა, რომ შენი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტან გუნდს“- წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას