სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს -  9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა: ნუცა ძირკვაძემ, ელენე მიქელაძემ, ზეინაბ ადაძემ, საბა ჭელიძემ, საბა საგინაძემ საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს. 

ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა: გიგი გელაძემ და ანეტა საგინაძემ, მხატვრულად წაიკითხეს პატრიოტული ლექსები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც  მხატვრული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. სკოლაში მადლობას უხდიან მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს:  ნათელა კახაძეს და მანანა დუმბაძეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: თამუნა გობაძე, ნარგიზ საგინაძე და მაყვალა კახაძე. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება