| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამ მიმართულებით კი, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს. გამარჯვებული კი, IVბ კლასი გახდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სპორტის მასწავლებლების - თამაილა მაკარაძის, რამინ კონცელიძისა და მურმან კონცელიძის ჩართულობით ჩატარდა.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი