| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
ახლახან, ჩხორიის საჯარო სკოლისა და სასოფლო ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით, თეა ფიფიასა და ინგა ფიფიას ხელმძღვანელობით, ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.
ბიბლიოთეკაში ანა ფრანკის „დღიურის“ განხილვა მოეწყო, გაიმართა დისკუსიაც. მოსწავლეებმა ებრაელ გოგონაზე, რომლის დღიურმაც ფაშისტური რეჟიმის სისასტიკეს ახადა ფარდა პრეზენტაციები მოამზადეს.
გარდა ამისა, მათ მის ოცნებებსა და მისწრაფებებზე, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმალულ ცხოვრებაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, თუ როგორ შთააგონა ანა ფრანკის ისტორიამ უამრავი ადამიანი, წასულიყვნენ უსამართლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მათ გამოფენაც მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას