| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მაია თევზაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მასწავლებელია, იცის თანამედროვე ეპოქის გამოწვევები, სააზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომები და პრობლემები, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან, სწორედ ამიტომ, არერთი პროქტი განახორციელა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და რაიონულ გაზეთშიც დაიწერა - ეს მისთვის დიდი წარმატება და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია თევზაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარდეს ბავშვები; საკუთარი საგნის სიყვარული და ცოდნა; გაკვეთილის გადაცემის სათანადო უნარ-ჩვევების ცოდნა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სრულყოფილ და ხარისხიან გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მზად ვართ საგაკვეთილო პროცესისთვის ჩემო ლამაზებო?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ ჩავაბარებდი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მჯერა, რომ დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ნაადრევ ქორწინებაზე და გარემოს დაცვაზე ჩატარებული პროექტები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და რაიონულ გაზეთშიც დაიწერა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ბიოლოგია და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას