სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N1 სკოლაში პროექტის - „არა ბავშვთა ქორწინებას“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 
05-04-2024
-
+


მარნეულის N1 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა ხორციელდება. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „არა ბავშვთა ქორწინებას“. 

ახლახან, პროექტის დასკვნითი შეხვედრა მოეწყო. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების, გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების გაანალიზება, მოსახლეობის ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე სოციუმში.

პროექტის ფარგლებში, IX, X და XI კლასების აქტიური ჩართულობით, განხორციელდა შემდეგი საინტერესო აქტივობები: ბავშვთა ქორწინების პრობლემებთან დაკავშირებით, მოსახლეობის გამოკითხვა; მოეწყო ფოტოგამოფენა; მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, სადაც გაანალიზებული იყო ნაადრევი ქორწინების მიზეზები და მისით გამოწვეული რისკ-ფაქტორები; დაამზადეს თემატური პოსტერები.

გარდა ამისა, მათ დაამზადეს და მოსახლეობაში დაარიგეს ბროშურები მთავარი მესიჯით - „ბავშვთა ქორწინება დასჯადია კანონით!“

შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მშობლები. მასში სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენელი ირმა მჭედლიძე მონაწილეობდა. მან საინტერესოდ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და სკოლას საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება