სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხილნარის N2 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა
05-04-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში, არაერთი საინტერესო და ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლის დაწყებით კლასებში კონკურსი თემაზე: „ნახატი სპორტში“ გაიმართა. კონკურსის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა იყო.

„ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული, თავისი ინდივიდუალური, ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, სწავლის სტილით. განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად ყველა მოსწავლეს ვთავაზობთ  მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, სხვადასხვა აქტივობათა ტიპებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყდა, სკოლაში მსგავსი სახის კონკრუსის ჩატარება, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს, რათა მოეპოვებინათ გამარჯვება. ნახატები მათ ანონიმურად შეასრულეს, ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ თითოეული გამარჯვებული ნახატის ავტორი. 

გამარჯვებულ მოსწავლეებს  I, II  და III საპრიზო ადგილის მოპოვებისათვის გადაეცათ სიგელები.

სკოლა მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება