სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 წლის მოსწავლის დაჭრის ამბავი დედას მასწავლებელმა შეატყობინა - დაკავებულია 15 წლის მოზარდი
05-04-2024
-
+


მეშვიდეკლასელ ბიჭს 15 წლის მოზარდმა ღვიძლში დანა დაარტყა, ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და ადგილიდან მიიმალა. 13 წლის მამიკონ შამოიანის დეიდა ამბობს, თუ როგორ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოზარდი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მძიმედ დაჭრეს. 

დანაშაულში მხილებული 15 წლის არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

დაკავებულის ოჯახს და ადვოკატს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ.

გორგასლის ქუჩის N2-თან მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილობრივებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს. ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.

ფაქტის შესახებ დაჭრილი მოზარდის დედამ მასწავლებლისგან შეიტყო. ადგილზე მისულ მშობელს შვილი კლინიკაში გადაყვანილი დახვდა. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

დაჭრილი მეშვიდე კლასელი კლინიკაში ტაქსის მძღოლმა გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

რა გახდა 13 წლის მოზარდის დაჭრის მოტივი - გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის მეგობრების ორ ჯგუფს შორის, გოგოს გამო დაწყებულ კონფლიქტს. ახლა გამოძიება ადგენს, იკვეთება თუ არა საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობა. 15 წლის ბრალდებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

წყარო „რუსთავი2“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება