სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
05-04-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

მეოთხე კლასის მასწავლებელმა - ნარინე ხალაჩიანმა დედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების უმეტესობა ესწრებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარემო სადღესასწაულოდ - სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული, ლამაზად მორთილ-მოკაზმულ კლასში კი ყვავილების სურნელი ტრიალებდა, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. ღონისძიებაზე თემატური სიმღერები გაჟღერდა. მოსწავლეებმა მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს,  იცეკვეს და საყვარელ ადამიანებს დედის დღე სიყვარულით მიულოცეს. 

გარდა ამისა, გაიმართა სპექტაკლი - „გაზაფხულის ფესტივალი“, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და მაყურებელი მოხიბლეს.

მათმა სიურპრიზმა დედები ძალიან გაახარა. ბოლოს, კი მშობლებს ულამაზესი ყვავილები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება