| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, IVა, Vბ და VIბ კლასებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მოსწავლეებმა ნახეს და გააანალიზეს თემატური ფილმი, დადგეს სპექტაკლი „მდინარის ბინადართა გასაჭირი“, შექმნეს პოსტერები, დაწერეს მოთხრობა „დედემიწა წყლის გარეშე“.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე 22 მარტს მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება