| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტი სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ეთერ ქამადაძე მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია, რაზეც ყოველთვის ზრუნავს. ბავშვებს მუდამ უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს. საგაკვეთილო პროცესის დროს, მოსწავლეებს ხშირად ამხნევებს და მოუწოდებს, არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების.
ეთერ ქამადაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უსმენს მოსწავლეებს, აქვს კარგი იუმორის გრძნობა, ყველა მოსწავლე მისთვის თანასწორია, ინდივიდია.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომელიც თავისთავად აისახება სასწავლო პროცესის ხარისხსა და შედეგზე.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, (აქ იმისთვის ვართ რომ შეცდომები აღმოვფხრათ) შეცდომებს ყველა ვუშვებთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ, იქ ვიყო სადაც წარმომიდგენია.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მე ვერ ვუპასუხებ ამ კითხვას, მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლე რომელიც დემოტივირებული და დაბალი მოსწრების იყო ვიშრომეთ და სასურველი შედეგი დავდეთ.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- როგორი შეგრძნება იყო, როდესაც მასწავლებელი ხარ და ყველა დასმულ კითხვაზე იცი პასუხი. რა თქმა უნდა ასე მაშინ ვფიქრობდი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი