| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიხეილ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მასწავლებელია, პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და თამამად ამბობს, რომ მასწავლებელი მომავლის წინაშეა პასუხისმგებელი, შესაბამისად ზრუნავს თავისი წვლილი შეიტანოს განათლებული თაობების აღზრდაში.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მიხეილ ფუტკარაძესთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მასწავლებლისთვის აუცილებელია პროფესიისადმი სიყვარული, ის უნდა იყოს ყოველთვის გულანთებული ლამპარი, ხარ მასწავლებელი ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა დაგაკისრა მომავალ თაობაზე პასუხისმგებლობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მასწავლებლის მაღალ დონეზე მომზადება გაკვეთილისთვის, რათა შენი საუბარი იყოს საინტერესო მოსასმენი, ამით მიიბყრობ მოსწავლეთა ყურადღებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია; მადლი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ამჟამად არის მეტი შესაძლებლობა, რომ უკეთ მოემზადო უმღლესი სასწავლებლისთვის ვიდრე ადრე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მოსწავლეებთან ვარ ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებაში დისტანციურად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ყველაზე დიდი წარმატება არის, როცა ჩემი ახალგაზრდები მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებენ, იმარჯვებენ კონკურსებში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლობა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას