სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისკუსია მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს“ -  ნაზიბროლა აბაშიძე, ლომანაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი
04-04-2024
-
+


ნაზიბროლა აბაშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეებისა და პროფესიის სიყვარული უპირობოდ მნიშვნელოვანია. ბავშვობიდან ოცნებობდა პედაგოგობაზე და დღეს, უკვე ახდენილი ოცნებით განათლებული თაობების აღზრდაზე ზრუნავს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნაზიბროლა აბაშიძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები, საგანი, ჰქონდეს სიყვარულის უნარი და მისი სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობაც, იყოს უაღრესად თანამედროვე.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კარგ ქცევას, მოსწავლე ყოველთვის იყოს თავაზიანი და ემორჩილებოდეს მასწავლებელს გაკვეთილზე.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- კარგია ბავშვებო ყოჩაღ, ძალიან კარგები ხართ, თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვისწავლიდი, რა თქმა უნდა კარგად, რომ ჩემი ცოდნით და უნარებით ახლებურად შევხედო საკითხებს და საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც თანამედროვე მასწავლებელს, ბავშვების ერთგულს, ხალისიანს... მასწავლებელი უნდა იგებდეს მოსწავლეები პრობლემებს... როცა მოსწვალეებს ხალისიან გაკვეთილებს სთავაზობ, რა თქმა უნდა კარგად დაგახასიათებენ. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას, იგი უვითარებს მოსწავლეს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ისეთი საქმეები, რომელშიც სხვასაც დავეხმარებოდი და რაღაც კეთილ საქმეს გავაკეთებდი ჩემი ბავშვობის ინტერესი იყო მასწავლებლობა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება