სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, ერთმანეთის აზრის პატივისცემას“ - ლალი დანელია, ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი
04-04-2024
-
+


ლალი დანელია ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც სამართლიანობა უმთავრესი ღირებულებაა. მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და ამიტომაც, მათთვის გამორჩეულად საყვარელი მასწავლებელია. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ლალი დანელიასთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- სამართლიანი, პუნქტუალური, შრომისმოყვარე. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ერთმანეთის აზრის პატივისცემას, პასუხისმგებლობას, საკუთარი მოვალეობების გააზრებას. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „გასაგებია?“ „რამე ხომ არ არის გაუგებარი?“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მაქსიმალურად ვიშრომებდი და გავხდებოდი სტუდენტი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- როგორც მეგობრულ და სამართლიან მასწავლებელს. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- საგნისადმი ინტერესის გაღვივება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორ ცხოვრობდნენ მასწავლებლები, რა სამუშაოს ასრულებდნენ ისინი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება