სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობები ტაბაკინის საჯარო სკოლაში
04-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. იქ არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. 

ახლახან, სკოლაში ფულის გლობალური კვირეულს შეუერთდნენ. ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებული კამპანიის - „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“ ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა TBC ბანკის წარმომადგენელ - დურმიშხან ყააზაიშვილს უმასპინძლეს.

სტუმარი მათ ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ესაუბრა. შედეგად, მოსწავლეებს, ფულთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ცნობიერება აუმაღლდათ.  შეხვედრის შემდეგ მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სკოლაში ევროპელი ავტორების დღეზეც აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შარლ პეროს ზღაპრები წაიკითხეს. გარდა ამისა, მკითხველთა კლუბ „ბალავარის“ წევრებს კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა - ლია წაქაძემ გერმანელი მწერლის - ჰერმან ჰესეს ნაწარმოების - „სამი ცაცხვის ხე“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც თავად პედაგოგმა თარგმნა.

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება