| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ.
1-ელ აპრილს, სკოლის პირველმა და მეორე კლასის მოსწავლეებმა ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
პატარებმა გააფერადეს ფრინველთა კონტურები, დახატეს თავიანთი საყვარელი ფრინველები, მშობელთა ჩართულობით დაამზადეს ჩიტების ლამაზი ბუდეები, საკენკის ჩასაყრელი კოლოფები, ნახეს ნახატი ფილმი - „ჩხიკვთა ქორწილი“, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
პედაგოგებმა მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბრები ჩაატარეს და აუხსნეს თუ რატომ უნდა დაიცვან ფრინველები, რატომ უნდა იზრუნონ მათზე.
პროექტის ხელმძღვანელები არიან - ბუნებისმეტყველების მასწავლებლები - ირა მატუა და მთვარისა ფიფია და სკოლის ეკოკლუბი - „ხემხვაიე“.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას