| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ხემხვაიე“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან, სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ხემხვაიეს“ ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით, არაერთი აქტივობა განხორციელდა.
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პირველი და მეორე კლასის მოსწავლეთა შესრულებული ნახატების გამოფენა თემზე - „ტყე შეუნახე შვილებსა“.
მწვანე ფერის სიჭარბე, ხატულა ყვავილები და პეპლები, ტყის ულამაზესი ბინადრები - მოსწავლეთა ნამუშევრებში თვალწარმტაცი სანახავია. ბავშვებმა ბევრი იხალისეს, მოეწონათ ერთმანეთის ნახატები და ამ დღის მთავარი სათქმელი გაითავისეს - ტყე ლამაზია, მისი გაფრთხილება კი აუცილებელი, რადგან ის მრავალი არსების თავშესაფარი და სახლია.
აქტივობებს მასწავლებლები - ირა მატუა, მთვარისა ფიფია და ვალერიანე ფიფია ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით ანებივრებენ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება