| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში, ფრინველთა საერთაშორისო დღე შემეცნებითი ღონისძიებით - „ჩიტები ჩვენი მეგობრებია“, აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ეკოკლუბის წევრთა მონაწილეობით გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის მასწავლებელმა ი.ზოიძემ მოსწავლეებს გააცნო აღნიშნული დღის მიზანი, რათა ბავშვებს გაეღრმავებინათ ცოდნა ფრინველთა სამყაროს შესახებ, გაეცნობიერებინათ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა საარსებო გარემოსათვის და ბუნების მიმართ ადამიანის სწორი დამოკიდებულების აუცილებლობა.
ასევე, ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებმა შეძლონ ფრინველებზე დაკვირვება და განუვითარდეთ კვლევის, მონაცემთა შეგროვების, აღრიცხვის უნარები.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი ნახატები, ფრინველებისა და ბუდეების მაკეტები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს თემები და აღნიშნეს, რომ ფრინველთა საერთაშორისო დღე ტრადიციულად არის გაზაფხულის შემობრძანების დღე, რომელსაც გვამცნობენ თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული ფრინველები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიმართული იყო, მოსწავლეთა ჩართულობაზე, ადგილობრივი ფაუნის უკეთ შესწავლისა და ინტერესის გაღვივებაზე, რათა მეტად დაუახლოვდნენ ბუნებას.
სკოლაში იმედოვნებენ, რომ მოსწავლეები აღიქვან მჭიდრო კავშირს გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი