სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემასა და საქმიან გარემოს“ - ნანი თოთლაძე, ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგი
04-04-2024
-
+


ნანი თოთლაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის ქართული ენა/ლიტერატურის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელია, ფიქრობს, რომ კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და სწავლა-სწავლების პროცესში სიახლეები შეიტანოს. როგორც თავად აღნიშნავს, მისი წარმატება მოსწავლეების წარმატებაზეა დამოკიდებული, თავმდაბლობით გამოირჩევა, თუმცა ჩვენთან ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ მოსწავლეებთან მისი დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ფონზე „აუტანელი“ მასწავლებელი ნამდვილად არ არის. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანი თოთლაძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული (ერთად მოვიაზრებ); საგნობრივი ცოდნა; თანამედროვე მიდგომების გამოყენება სწავლა-სწავლებაში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საგაკვეთილო დროის ნაყოფიერად გამოყენებას, ურთიერთპატივისცემასა და საქმიან გარემოს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გულახდილად მითხარით, თუ გასაგებია არაა, კიდევ აგიხსნით.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- დროს მაქსიმალურად გამოვიყენებდი სწავლისთვის.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ეს ჩემს მოსწავლეებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, „აუტანელი“ მასწავლებელი ნამდვილად არ ვარ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- გაკვეთილიდან თუ კმაყოფილი გამოვდივარ, ჩემთვის ეს წარმატებაა, ანუ ჩემი წარმატება ჩემი მოსწავლეების წარმატებაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კითხვა, ფილმების ყურება და ხატვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება