| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, მოიძიეს ის წიგნები რომლებიც ადრე ჰქონდათ წაკითხული და ღია ცის ქვეშ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
პედაგოგებმა: როზა ანთიამ და თამარ ჟვანიამ მოსწავლეებთან ერთად გაიხსენეს საყვარელი საბავშვო წიგნები და ბავშვებს ესაუბრნენ წიგნის კითხვის აუცილებლობაზე.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
ღონისძიების ბოლოს დაიგეგმა ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების წაკითხვა, საყვარელი პერსონაჟის დახატვა და ვიქტორინა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება