სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

ყურადღება მიაქციეთ სასვენ ნიშნებს და მოიყვანეთ ცხოვრებისეული მაგალითები - რჩევენი ქართული ენის პედაგოგისგან
02-07-2024
-
+


ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს პირველ გამოცდა ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექნებათ, შესაბამისად გთავაზობთ საგნის პედაგოგის ხათუნა კიზმარიშვილის რჩევებს, რომელიც უკვე მრავალი წელია აბიტურიენტებთან მუშაობს და კარგად ესმის მათი ვნებათაღელვის, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების, შიშისა თუ ნერვიულობის მიზეზები. პედაგოგი განიხილავს საგამოცდო ტესტს და აქცენტს აკეთებს იმ შეცდომებზე, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ აბიტურიენტები: 

„პირველ რიგში, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და ვურჩევ, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, მოახერხონ მიღებული ცოდნის მობილიზება და ორიენტირდნენ მაღალ შედეგებზე, რათა სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხონ - საკუთარი თავისგან მაქსიმალურის მოთხოვნა მათ მოდუნების საშუალებას არ მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინასაგამოცდო პერიოდში. 

რაც შეეხება უშუალოდ ტესტურ ნაწილს, მოგეხსენებათ, ტესტში არის შემდეგი ტიპის დავალებები: პირველი არის ტექსტის რედაქტირება; მეორე - წაკითხულის გააზრება, აბიტურიენტებმა შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიონ ერთ-ერთი და უპასუხონ ამ ტექსტის შესახებ დასმულ კითხვებს და მესამე - წერითი დავალება, მათ უნდა იმსჯელონ დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც აირჩიეს წაკითხულის გააზრების დავალებების შესასრულებლად.

ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობაა კი, 3 საათი, დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა მაქსიმალური შედეგის დადება შეძლონ“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

რჩევები ტექსტის რედაქტირებისთვის - „აბიტურიენტებს ვურჩევ, ორიენტირდნენ  არა შეცდომების რაოდენობაზე, არამედ შეცდომების პოვნაზე, რადგან სწორედ რაოდენობის თვლისას უშვებენ მეტ შეცდომას, მაქსიმალურად ეცადონ, შეცდომების საპოვნელად გრამატიკული ცოდნა გამოიყენონ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, პუნქტუაცია ყველაზე მეტად რჩება მათი ყურადღების მიღმა, სასვენი ნიშნების იგნორირება საერთო სენია, ამიტომ მნიშვნელოვანი დრო დაუთმონ ამაზე მუშაობას. სტილისტიკას, მორფოლოგიას და სინტაქსს ასე თუ ისე ახერხებენ, მაგრამ ცხადია, ამაზე კონცენტრირებაც მნიშვნელოვანია“.

ფილოლოგი ტესტის მეორე ეტაპზეც - წაკითხულის გააზრებაზე, საუბრობრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება მხატვრულ ანალიზზე გაამახვილონ: „მაქსიმალური დაკვირვებით წაიკითხონ ტექსტი, შეარჩიონ საპროგრამო ტექსტი სურთ თუ არასაპროგრამო, ესეც მათ არჩევანზეა, თუ საპროგრამო კარგად აქვთ გავლილი, მაშინ ლაღად იქნებიან, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულები, თუმცა თუ არასაპროგრამოს არჩევენ დაკვირვებით უნდა წაიკითხონ - გააზრება არც ისე რთულია, ყველაზე ხშირად რა შეცდომებსაც უშვებენ ეს ტექსტის მხატვრულ ანალიზს ეხება და ამიტომ ყურადღება მიაქციონ ტროპის სახეებს“. 

როგორც ხათუნა კიზმარიშვილი  ესეზე საუბრისას გვეუბნება, ხშირად დაბნეულობის ან არასაკმარისი ცოდნის გამო, აპლიკანტებს უჭირთ პარალელების გავლება ლიტერატურასთან, ამიტომ, იმ ხრიკებზეც გვიყვება, რომლის დახმარებითაც აპლიკანტებს მსჯელობის ალტერნატიული გზებით გაამყარება შეუძლიათ:

„პირველი, რასაც ვურჩევდი აბიტურიენტებს, არის ის, რომ დაიცვან ესეს წერის სტილისტიკა, რაც მოიცავს სამ ეტაპს: შესავალს, ძირითად ნაწილსა და დასკვნას. აუცილებლად დაიჭირონ კავშირი თანამედროვეობასთან და დიდი ყურადღება მიაქციონ პარალელებს. ძალინ კარგია თუ ტექსტიდან ამოიღებენ ციტატებს და არგუმენტაციას ამით გაამყარებენ, თუმცა პარალელების მოყვანა მაღალქულიანი ესესთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პრობლემის ანალიზს, მსჯელობას და თავიანთი აზრების დამტკიცებას დიდი დრო უნდა დაუთმონ, მათი ნაწერი დამაჯერებელი და არგუმენტირებული უნდა იყოს. 

არგუმენტაციისთვის, ლიტერატურის გარდა ბევრი მასალა არსებობს, მაგალითად საგაზეთო სტატიები, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, შეუძლიათ ფილმებიდან ან სპექტაკლებიდან მოიყვანონ მაგალითები, ასევე შესაძლებელია, პირადი გამოცდილების გაზიარებაც - ეს არგუმენტაცია მუშაობს, რა თქმა უნდა ერუდიციას ლიტერატურული ნაწარმოებებითა და გამონათქვამებით ამტკიცებ, მაგრამ პირადი გამოცდილებაც შეიძლება კარგ არგუმენტად ჩაითვალოს“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება