სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისციპლინა ნიშნავს ბავშვის სწავლა- განვითარებისთვის შესაბამის, მოწესრიგებულ გარემოს“- ინგა ციმაკურიძე, კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი
26-03-2024
-
+


ინგა ციმაკურიძე კერძო სკოლა „ცოდნას“  რუსული ენის მასწავლებელია, სამედიცინო განათლება მიიღო, თუმცა საკუთარი თავი სკოლაში იპოვა. როგორც თავად გვიყვება, დრო რომ უკან დაბრუნდეს, თავიდანვე პედაგოგობის გზას დაადგებოდა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს საგანი შეაყვაროს და მათ ხარისხიანი განათლების მიღებაში დაეხმაროს. თავმდაბლობით გამოირჩევა, თუმცა მიზანდასახულობითა და ბავშვების სიყვარულით გულანთებული ღირსეულად ემსახურება ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული თაობების აღზრდას. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ  ინგა ციმაკურიძესთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კომპეტენტურობა, მიზანდასახულობა, ბავშვების სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ბავშვის სწავლისათვის და განვითარებისთვის შესაბამის მოწესრიგებულ გარემოს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ჩვენ გვჭირდება სიჩუმე. ჩვენ გვჭირდება სამუშაო განწყობა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- თავიდანვე ავირჩევდი მასწავლებლის პროფესიას (თავდაპირველად სამედიცინო განათლება მივიღე).

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მიჭირს პასუხის გაცემა.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა მოსწავლისათვის საგნის შეყვარება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მიყვარდა მათემატიკა, ლოგიკური ამოცანები, თავსატეხები და ინგლისური ენა, ასევე მუსიკა, ხელსაქმე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება