სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებისა და საგნის სიყვარული, კომუნიკაბელურობა“- კერძო სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი ნინო წერელოვი კარგი მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
26-03-2024
-
+


ნინო წერელოვი კერძო სკოლა „ცოდნას“ ინგლისური ენის მასწავლებელია, მოსწავლეებისთვის მეგობრული, ხალისიანი და საყვარელი პედაგოგი, ბავშვობიდანვე შეყვარებული იყო ინგლისურ ენაზე. ფიქრობს, რომ მასწავლებლისთვის აუცილებელია იმ საგნის სიყვარული, რომელსაც ასწავლის, რათა მოსწავლეებსაც შეაყვაროს და მათ ხარისხიანი განათლება შესთავაზოს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო წერელოვთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვებისადმი სიყვარული, საგნის სიყვარული, რომელსაც ვასწავლით, კომუნიკაბელურობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მოვუსმინოთ მასწავლებელს და ერთმანეთს.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ავირჩევდი საკუთარ პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ლამაზი, საყვარელი, მეგობრული, ხალისიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როდესაც ყველა მოსწავლე წარმატებით ითვისებს შესწავლილ მასალას.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- უცხო ენები, განსაკუთრებით კი ინგლისური.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება