სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიყვარს სახალისო და საინტერესო გაკვეთილები“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი ციცო ცაბაძე
26-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ მათემატიკის მასწავლებელი ციცო ცაბაძე პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება, რასაც სახალისო, მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესით ახერხებს. პედაგოგი მოსწავლეების მიმართ ყოველთვის პატივისცემითაა განწყობილი და მათგანაც იმავეს იღებს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები ყოველთვის მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან და უნივერისტეტებშიც წარმატებით ირიცხებიან, რაც მისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. 

ციცო ცაბაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მიყვარს და ვიცი მათემატიკა, ძალიან მიყვარს ყველა ბავშვი (ცუდი ბავშვი არ არსებობს), მიყვარს სახალისო და საინტერესო გაკვეთილები.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- უმრავლესობას (თუ ყველას არა) ესმოდეს მასწავლებლის ახსნილი მასალა (სხვადასხვა დოზით რა თქმა უნდა).

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „როგორ ხართ“? „დავალებიდან რა ვერ გავიგეთ“? „ერთი საინტერესო თავსატეხი მაქვს თქვენთვის“. „თქვენ შეძლებთ“ „მიყვარხართ“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ნეტავ მართლა ვიყო. დღევანდელი გადმოსახედიდან ამდენ დროს არ დავხარჯავდი მეცადინეობაზე. (სულ ვსწავლობდი).

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვგრძნობ სიყვარულს და პატივისცემას, უმჯობესია მათ ჰკითხოთ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მახარებს ის ფაქტები, როცა ჩემი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდაზე უმაღლეს შეფასებას იღებს. ისიც წარმატებად მიმაჩნია, როცა დასვენებაზეც რამდენიმე მოსწავლე დაფასთან მაკავებს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რასაც მიკრძალავდნენ. საგნებიდან მაინტერესებდა ქართული (ბრწყინვალე მასწავლებელი მყავდა) და მათემატიკა (მიყვარდა).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება