სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი ია ულუმბელაშვილი
26-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების პედაგოგი ია ულუმბელაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია. მისთვის საკლასო ოთახში დისციპლინის დაცვა უმნიშვნელოვანესია, რაც როგორც თავად აღნიშნავს, ურთიერთპატივისცემის და მოსწავლეთა აზრის გათვალისწინების გარეშე ვერ მიიღწევა. ბავშვებს ხშირად ასხამს ხოტბას, სწავლის მოტივაციას აძლევს და ყოველთვის მხარს უჭერს. 

პედაგოგი ია ულუმბელაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, კარგი ახსნისა და გადმოცემის უნარი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, მოსწავლეებს შორის ნააზრევის მოსმენა/გააზრებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- საუკეთესო ხარ, მიყვარხარ, მიხარია ასე რომ იცი, თქვენ ხომ ჩვენი მომავალი ხართ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მეტი დრო მექნებოდა სწავლისთვის და აუცილებლად ვისწავლიდი ინგლისურს. რა თქმა უნდა, ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი, რადგან ეს ისაა რაც პირველი კლასიდანვე მინდოდა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ცოტა მკაცრი, მაგრამ საყვარელი და მზრუნველი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი საგნის გამორჩეული სიყვარული და დაინტერესება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რა ხდებოდა კოსმოსში და არსებობს თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება