სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, იმავე გზას გავივლიდი“ - პაატა მელაძე, კერძო სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი
26-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ სპორტის მასწავლებელი პაატა მელაძე მოსწავლეებს ყოველთვის წინსვლისკენ უბიძგებს. მათ ყოველთვის ეუბნება, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებენ ყველაფერს მიაღწევენ. თავადაც მიზანსწრაფულობით გამოირჩევა და განვითარებას არ წყვეტს. ამასთანავე, აღსანიშნავია პედაგოგის მეგობრული ურთიერთობა და დამოკიდებულება მოსწავლეებთან. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ის, ბავშვების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. 

მასწავლებელი პაატა მელაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პუნქტუალურობა, თავდაჯერებულობა, ერთგულება. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას.  

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- შეუძლებელი არაფერია.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- გავივლიდი იმავე გზას რაც გავიარე დღემდე, ოდნავ მეტი ყურადღებით.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- უმჯობესია თავად მოსწავლეებმა უპასუხონ ამ კითხვას, მაგრამ ჩემი აზრით დადებითად შემაფასებენ

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ვგრძნობ მოსწავლეების უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- რა უნდა გამეკეთებინა სკოლის დასრულების შემდეგ, როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი ცხოვრება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება