| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის საქმისა და მოსწავლეების სიყვარული უმნიშვნელოვანესია. პედაგოგი ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათ ყოველთვის გულისყურით უსმენს და თითოეულის აზრს ითვალისწინებს. სწორედ ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ეხმარება მას მოსწავლეთა ნდობის მოპოვებაში.
მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ადამიანის სიყვარული, საკუთარი საქმის სიყვარული, თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ერთმანეთის მიმართ პატივისცემას-ერთმანეთის მოსმენას (მოსმენის კულტურის ქონა), ერთმანეთის უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „დააკვირდი საკუთარ ქცევას, სხვას ხომ არ უშლით ხელს?“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მეტს ვიმეცადინებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მიღებული მაქვს სტატუსები: „წლის სათნო მასწავლებელი“, „წლის სამართლიანი მასწავლებელი“.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლე დაინტერესებულია ქართული ლიტერატურით.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რა დანიშნულება მქონდა სამყაროში ანუ რატომ დავიბადე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას