| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ელვირა ბერუაშვილი ყურადღებიანი, მზრუნველი და მეგობრულია. მისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. ბავშვებს ყოველთვის წინსვლისკენ მოუწოდებს, ეუბნება, რომ არასდროს დანებდნენ და ყველაფერი აუცილებლად გამოუვათ.
პედაგოგი ელვირა ბერუაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება…
- იყო მეგობრული, მზრუნველი, ყურადღებიანი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს…
- მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე…
- არ დანებდეთ, კიდევ სცადეთ, ყველაფერი გამოგივა.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- სამხატვრო აკადემიაში კიდევ ჩავაბარებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- პოზიტიური, მომთმენი, სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- გარდა იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში. ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევაა მათი ესთეტიკურად აღზრდა. კულტურის დანერგვა, ერთმანეთის და გარშემომყოფების პატივისცემის, ფლორა და ფაუნის სიყვარულის და მოფრთხილების უნარის დანერგვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა…
- ესთეტიკური დარგები და ჩემი გამოცდილების და ცოდნის სხვისთვის გაზიარება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას