სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყველა საკითხზე საკუთარი აზრი გააჩნდეთ“ - ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი ცაცა დალაქიშვილი
25-03-2024
-
+


ხშირად გვსმენია ფრაზა, რომ მასწავლებლობა მოწოდებაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს თან - სწორედ ასე ფიქრობს, ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ცაცა დალაქიშვილი, რომელიც ბლიც-ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პროფესიას, ახლა რომ ირჩევდეს კვლავ მასწავლებელი გახდებოდა. 

თვლის, რომ მოსწავლეების სიყვარულს სამართლიანობით და მათდამი პატივისცემის გამოხატვით იმსახურებს. ამასთან, მიაჩნია რომ მოსწავლეებისთვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის და მაქსიმალურს აკეთებს იმითვის რომ მის აღსაზრდელებს ყველა საკითხზე გააჩნდეთ თავიანთი შეხედულება და მოსაზრება. მისი საფირმო ფრაზაც, რომელსაც ყველაზე ხშირად გაკვეთილზე იყენებს, ასე ჟღერს - მითხარით თქვენი აზრი... 

გთავაზობთ, მოკლე ბლიც-ინტერვიუს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

-  სამართლიანობა; პასუხისმგებლობა; პროფესიონალიზმი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, განსხვავებული აზრის არსებობას და ჯანსაღ პოლემიკას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მითხარით თქვენი აზრი ამ საკითხზე.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ავირჩევდი ისევ ჩემს (მასწავლებლის) სპეციალობას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, მომთხოვნი, პასუხისმგებლიანი

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარების ჩამოყალიბება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ბუნება, მოგზაურობა, განსხვავებული აზრის ადამიანებთან კომუნიკაცია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება