| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რატომ ირჩევენ ადამიანები მასწვალებლის პროფესიას? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ამოსავალი ბავშვების სიყვარული გახლავთ, რომელიც ნებისმიერი დროისა თუ საუკუნის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს.
სწორედ ეს მთავარი პრინციპი მოქმედებს ქუთაისის N45 საჯარო სკოლაშიც და ბავშვების სიყვარულზე ხდება შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის დაშენებაც.
ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.
რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნანა ნოსელიძე პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „შენ ამას შეძლებ“!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მაქსიმალურად შევეცდებოდი იმ საკითხების სიღრმისეულად და ხარისხიანად შესწავლას, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- საინტერესო, მომთხოვნ მასწავლებლად...
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სასკოლო პროექტის განხორციელება მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით...
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ინგლისური ენის შესწავლა...
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას