| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. განსაკუთრებით აღმატებულია დამოკიდებულება დაწყებით კლასებში, თუმცა წლებთან ერთად, ბავშვები იზრდებიან და ხვდებიან, რომ მათთვის საყვარელი მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დგანან რიგით ჯარისკაცებად, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ქუთაისის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია გორდაძე პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისებები...
- შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი...
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- აქტივობების გამართულად წარმართვას...
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- დახატეთ, ფერები, სიმეტრია....
- აბიტურიენტი რომ ვიყო...- ავირჩევდი იგივე პროფესიას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრულ, აქტიურ, საქმიანი მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- პროექტებში მონაწილეობა
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- არქიტექტურა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას