სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში მომუშავე მასწავლებლებს სამინისტრო 5000-მდე ლარით დააფინანსებს - პირობები და ვადები
27-03-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების, მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მასწავლებლებს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

„გრანტი გაიცემა იმ კონკურსანტებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობის დასაფინანსებლად რომლებიც გაიმართება 2024 წლის ივნისიდან დეკემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად.

განაცხადები მიიღება 2024 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის ( 18:00 სთ.) ჩათვლით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადისა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/lzKTW

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ - https://shorturl.at/jlpL5

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება