სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა“- დაბა თიანეთის N2 სკოლის პედაგოგი ლელა არაბული მასწავლებლის სამ აუცილებელ თვისებას ასახელებს
22-03-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგ ლელა არაბულს მასწავლებლის პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არაა, რომ წლების შემდეგ, ცხოვრება ამ საქმიანობას მიუძღვნა. 

ახლა ამბობს, რომ არჩევანში არ შემცდარა და აბიტურიენტი რომ იყოს, ისევ ამ გზას გაივლიდა. მისი აზრით, პედაგოგისთვის ყველაზე დიდი წარმატება ის მომენტია, როდესაც მოსწავლეები მონდომებით მოგყვებიან. მან ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების სიყვარული, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს..

- მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, დროის მართვა, მოსწავლეთა ქცევის მართვა, ურთიერთპატივისცემა, მიზნის დასახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მთავარია ცოდნის მიღება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცოდნა ყოველთვის და ყველგან ჩვენთან რჩება, ხომ არაფერია გაუგებარი გაკვეთილში.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ბავშვებთან ურთიერთობა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეები დადებითად დამახიასიათებდნენ, რადგან ყოველთვის ვცდილობ მათ მიმართ ყურადღებიანი ვიყო, მათთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს და ნებისმიერ საკითხს მათი პოზიციიდან შევხედო.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ალბათ ყველაზე დიდი წარმატება მასწავლებლისათვის ის მომენტია, როდესაც დიდი მონდომებით ცდილობ სიახლის და ცოდნის მიწოდებას შენი მოსწავლეებისათვის და ისინიც ასეთივე დიდი მონდომებით მოგყვებიან ამ ცოდნის ათვისებაში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორი იყო მასწავლებლის ცხოვრება სკოლის ცხოვრების მიღმა, რადგან მასწავლებელი ძალიან პატივსაცემი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება