სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოსწავლეებს ცხოვრებისათვის ამზადებს“ - მიასნიკიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარგო ბალასანიანი
22-03-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი მარგო ბალასანიანი შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანია. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის აზრი და დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ყოველთვის გულისყურით უსმენს და მათ საჭიროებებს ითვალისწინებს.  პედაგოგი მათ ასევე პროფესიის არჩევისას საჭირო რჩევებს აძლევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. 

სკოლის უფროსი მასწავლებელი მარგო ბალასანიანი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებლები უნდა იყვნენ თვითშეგნებულები, მიმღებლობა უნდა შეეძლოთ და მცოდნეები იყვნენ. კარგი მასწავლებლის არსებითი მახასიათებლები მოიცავს პიროვნების თვითგამორკვევის უნარს. მას უნდა შეეძლოს სხვათა განსხვავებების აღქმა, გაგება და მიღება, მოსწავლეთა გაგების ანალიზი და დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება, მოლაპარაკება და რისკების გაღება სწავლისას და მათი შესაძლებლობების მკაფიო კონცეპტუალური გაგება.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სკოლა ამზადებს მოსწავლეებს ცხოვრებისათვის, აძლევს ახალ ცოდნას და ავითარებს დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და მორალს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვა და სიფრთხილე, რომ არაფერი გამოგვრჩეს. როდესაც ვინმე ცუდად იქცევა, ის ხელიდან უშვებს ძალიან მნიშვნელოვან, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას და ცოდნას, ასევე ხელს უშლის სხვებს სწავლასა და სიახლეების ათვისებაში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- კარგად ისწავლე, დრო ოქროა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვეცდები გაგიზიაროთ ისეთი მნიშვნელოვანი აზრები პროფესიის არჩევისას, რომელიც ჩემი მაგისტრატურაში სწავლის წლებში ჩამოვაყალიბე: პროფესიის არჩევა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენს ცხოვრებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეპოქაში, როდესაც არაფორმალური და კლასგარეშე განათლება შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმალური განათლება, არასდროს არ უნდა შეზღუდოს თქვენი არჩევანი სხვამ. 

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩემი მოსწავლეები დამახასიათებენ როგორც კეთილი, მომთმენი და მზრუნველი პედაგოგი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემს სამუშაო წლებს როცა ვიხსენებ დადებითი ემოციებით ვივსები. მე ვამაყობ, რადგან ჩემმა ბევრმა მოსწავლემ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი.

- სტუდენტი რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სტუდენტობისას განსაკუთრებით მაინტერესებდა სხვადასხვა პროფესია. საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი, მოვინახულე ინსტიტუტის არაერთი მათემატიკური და ასევე სხვა ფაკულტეტები. გავიცანი ამ ფაკულტეტების სტუდენტები. მე ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა, რათა წარმატებისთვის მიმეღწია. მინდოდა, ჩემ გარშემო მყოლოდა განათლებული და „ცოდნით შეიარაღებული“ ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარებოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება