სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი“- ელენე ფხიკიძე, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი
22-03-2024
-
+


„სკოლა და მოსწავლეები ჩემთვის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია“- ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ელენე ფხიკიძე, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

მისი აზრით, კარგი მასწავლებლისთვის დამახასიათებელი ნიშნებია პროფესიონალიზმი, მოტივაცია და ბავშვების სიყვარული. თავადაც სწორედ ამ თვისებების მატარებელია და მოსწავლეებს განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად, პედაგოგმა საკუთარი შეხედულებები etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება ..

- პროფესიონალიზმი, მოტივაცია, ბავშვების სიყვარული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთპატივისცემა, იქ სიყვარულიც სუფევს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე ..

- „გაკვეთილი კითხვით გვქონდა?“

- აბიტურიენტი რომ  ვიყო ..

- ისევ პედაგოგიურზე ჩავაბარებდი, რადგან სკოლა და მოსწავლეები ჩემთვის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებენ თქვენი  მოსწავლეები ...

- ალბათ, დადებითად, რადგან მეც მიყვარს მათთან ურთიერთობა და მოსწავლეებსაც.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ ..

- კომპლექსური დავალების  შესრულებისას, როცა მას ხალისით  ასრულებენ - ეს ჩემთვის წარმატებაცაა და სიხარულიც.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება