სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტი რომ ვიყო, პროფესიის არჩევისას საკუთარ გულს მეტად მოვუსმენდი“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მარიამ ქოიავა
21-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მარიამ ქოიავა შრომისმოყვარე და გულისხმიერი პიროვნებაა. ის ბავშვებს ასწავლის მადლიერების გამოხატვასა და ადამიანების დახმარებას. პედაგოგი თავის ყველაზე დიდ წარმატებად მოსწავლეთა სიყვარულსა და მათი მშობლების ნდობის მოპოვებას მიიჩნევს, რაც ძალიან ეამაყება.

მასწავლებელი მარიამ ქოიავა etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გულისხმიერება, შრომისმოყვარეობა​, შემოქმედებითობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა მხრიდან პედაგოგის გაწეული შრომის დაფასებასა და წესრიგის დაცვით მადლიერების გამოხატვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- აბა, ვინ არის მზად სხვების დასახმარებლად?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- პროფესიის არჩევის პროცესში საკუთარ გულს უფრო მეტად მოვუსმენდი, ვიდრე მშობლების მხრიდან რჩევის სახით მოწოდებულ გადაწყვეტილებას. აუცილებლად პედაგოგიურ ფაკულტეტს ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა სიყვარული და მათი მშობლების ნდობა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- დღის ბოლოს როგორ გრძნობდა თავს მასწავლებელი, რომელმაც გაურკვევლობაში დარჩენილ მოსწავლეს საკითხის კიდევ ერთხელ ახსნაზე უარი უთხრა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება