სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლისთვის მასწავლებელი საინტერესო უნდა იყოს“- ბოლნისის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი მაია ფრუიძე
21-03-2024
-
+


მაია ფრუიძე ბოლნისის N2 საჯარო სკოლის საკუთარი პროფესიით გულანთებული პედაგოგია. სკოლაში სახვით ხელოვნებას ასწავლის და მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. თავად განვითარებისკენ ორიენტირებული, ცდილობს მოსწავლეებს ახალი იდეები შესთავაზოს და ურთიერთანამშრომლობაზე დაყრდნობით წარმართოს სასწავლო პროცესი. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სახვითი ხელოვნების მასწავლებელი მაია ფრუიძე პასუხობს. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება... 

- დასვას სწორი შეკითხვა და მოუსმინოს მოსწავლეს, არ დაამციროს, არ დასცინოს. მოსწავლისთვის უნდა იყოს საინტერესო მასწავლებელი, ახალი იდეებით.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას, გაკვეთილის პოზიტიურად წარმართვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყურადღებით, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ..

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- გამოვიყენებდი ყველა წუთს მაქსიმალურად ცოდნის დაგროვებისთვის. მაქსიმალურად კარგად გავარკვევდი თუ რა მინდა მომავალში.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- თბილი, მოსიყვარულე, მხიარული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებისგან უკან მიღებული ცოდნა და მათი დადებითი ემოციები ჩემს მიმართ. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მზე ხელოვნურად ანათებდა ადამიანების დახმარებით თუ ბუნებრივად? (მოსწავლეობის ადრეულ ასაკში).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება