სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს“- მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
21-03-2024
-
+


მარინა გოცირიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელია, როგორც თავად გვიყვება, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა მათემატიკით იმ ბავშვების დაინტერესებაა, რომლებსაც სწამდათ, რომ საგანი რთულია და ვერ ისწავლიდნენ. ის სასწავლო პროცესში ინოვაციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს, სიახლეებისკენ ისწრაფვის და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული - ამ მიდგომებითა და თვისებებით, წარმატებით ხელმძღვანელობს სკოლას და ზრდის განათლებულ ახალგაზრდებს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა გოცირიძესთან.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების უპირობო სიყვარული (მუდმივად პოზიტიური განწყობა მოსწავლეებისადმი), შრომისმოყვარეობა, მუდმივად სიახლეების ძიება, ინოვაციური მეთოდების აქტიურად გამოყენება და მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე სასწავლო პროცესში.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს...წარმატებას...

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „გავიხსენოთ ნასწავლი მასალიდან...“, „გავიგოთ კარგად ამოცანის პირობა, რა არის ცნობილი, რას ვეძებთ, დავსახოთ ამოხსნის გზა“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ალბათ, მაინც მასწავლებლობას ავირჩევდი...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- რთულია ჩემგან თქმა, უფრო - უხერხული... სჯობს, ეს ჩემმა მოსწავლეებმა თქვან...

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- იმ მოსწავლეების დაინტერესება მათემატიკის საგნით, რომელთაც სწამდათ, რომ მათემატიკა რთულია და ვერ ისწავლიდნენ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- წიგნების და კრიტიკული ლიტერატურის კითხვა. თავისუფალი თემების და ლექსების წერა, მათემატიკის რთული ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნა;

ჩემი თანატოლებისთვის საჭირო დახმარების გაწევა. მათ  ვამეცადინებდი მათემატიკაში ჩემებურად, ბავშვურად, მაგრამ დახმარების დიდი სურვილით და უფროსები, როგორც მეუბნებოდნენ კარგადაც გამომდიოდა;

ახალი ტერმინების, უცხო სიტყვების მნიშვნელობის, შემადგენლობის, აგებულების, შინაარსის გარკვევა და ღრმად ჩაწვდომა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება