სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ურთიერთპატივისცემას ნიშნავს“ - თბილისის N107 სკოლის წამყვანი მასწავლებელი ნინო კოვზიაშვილი
21-03-2024
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი ნინო კოვზიაშვილი პროფესიისა და ბავშვების უზომო სიყვარულით გამოირჩევა. მისთვის კლასში დისციპლინა ურთიერთპატივისცემას ნიშნავს. მასწავლებელი ცდილობს ყოველი წუთი ნაყოფიერად გამოიყენოს და ფუჭად არ გაფლანგოს. მოსწავლეებსაც ამავეს მოუწოდებს და შთააგონებს - იყვნენ მიზანდასახულები, ბევრი ისწავლონ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან.

დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი ნინო კოვზიაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგი მასწავლებელი უნდა იყოს აუცილებლად მოსწავლეებსა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, პროფესიონალი და გულისხმიერი პიროვნება.


- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის აზრის მოსმენასა და კლასში ერთობლივად შემუშავებული წესების უპირობო დაცვას.


- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- საყვარელო...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ დავკარგავდი ფუჭად არც ერთ წამს, მთელ ძალებს მივმართავდი ცოდნის მიღებისკენ, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- თბილი და კეთილი მასწავლებელი (ასე მეუბნებიან ხოლმე).

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ნდობა და სიყვარული მოსწავლეების მხრიდან, რაც მათ სიტყვებში, ქცევაში და ანთებულ თვალებში  ხშირად ამომიკითხავს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება
სკოლები

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება