| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარინე დობორჯგინიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებელია. თვლის, რომ კარგ მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვი, იყოს ემპათიური და სამართლიანი, ეს თვისებები კი ეხმარება აღზარდოს კეთილშობილი ადამიანი. ის მოწაფეებს გარდა საგნისა, ცხოვრებას ასწავლის და ღირსეული მოქალაქეებად ზრდის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი მარინე დობორჯგინიძე პასუხობს:
-კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვი უყვარდეს, იყოს ემპათიური, იყოს სამართლიანი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ინვენტარის სწორად განლაგებას, სასწავლო რესურსის დროულად მობილიზებას, სხვისი აზრის პატივისცემას, ჯგუფებში მოსწავლეების სწორად განაწილებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ჩემო ძვირფასებო!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- მასწავლებლობას ავირჩევდი, იმიტომ, რომ მიყვარს ბავშვი და მინდა მისგან გამოვძერწო კეთილშობილი ადამიანი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ამ მასწავლებელმა ცხოვრება მასწავლა.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- დისგრაფიის მქონე მოსწავლისათვის მისწავლებია წერა-კითხვა საშუალო დონეზე.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- წიგნების კითხვა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ ინტერაქციულ აქტივობებს“
მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ