| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბერუაშვილი საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. პედაგოგი თავის საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ბავშვებსაც ამას შთააგონებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში დისციპლინის დაცვა, რისთვისაც როგორც თავად მიაჩნია, ყურადღების მობილიზებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ყოველთვის ეუბნება, რომ მოუსმინონ და კარგად გაითავისონ თითოეული სიტყვა.
მასწავლებელი ნინო ბერუაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- სამართლიანი, მზრუნველი, თავისი საქმის მოყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ყურადღების მობილიზება.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყურადღებით მომისმინეთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- პროფესიად ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ყურადღებიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სასწავლო რესურსების გამოყენება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რას როგორ სწავლობდნენ სტუდენტები.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ