სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებთან მუშაობა არის უდიდესი ბედნიერების მომტანი“ - ილემის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ჭუმბაძე
21-03-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის - ნინო ჭუმბაძისთვის ბავშვებთან მუშაობა უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მიმნიჭებელია. სწორედ ეს განაპირობებს მის სიყვარულს პროფესიისადმი, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. აღსანიშნავია, რომ მისთვის თითოეული მოსწავლის აზრი და დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ბავშვები მის მიმართ პატივისცემით არიან განწყობილნი.

ფიზიკის მასწავლებლი ნინო ჭუმბაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების და პროფესიის სიყვარული, მოთმინება და ემპათიის გრძნობა, კარგი მსახიობი - საკუთარი პრობლემები უნდა დატოვო სკოლის გარეთ.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დისციპლინა არის ნებისყოფის გამომუშავების ერთ-ერთი საშუალება და შესაბამისად ცოდნის დაუფლების, ცხოვრებისეული წინააღმდეგობების დაძლევის ხელშემწყობი პირობა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ვფიქრობ, ამოჩემებული ფრაზა არ მაქვს.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იგივე სპეციალობას ავირჩევდი, რადგან ბავშვებთან მუშაობა არის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მშვიდი, მეგობრული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სიყვარული და პატივისცემა სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეების მხრიდან, რომელსაც ხშირად მაგრძნობინებენ. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კლასიკური მუსიკა და ვიოლინო. სულ მაინტერესებდა პატარა ვიოლინო როგორ გამოსცემდა ასეთ საოცარ ხმას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება