სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიმიღწევია, ბავშვებისა და მშობლების ნდობაა“ - ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან გძელიშვილი
21-03-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პედაგოგი დარეჯან გძელიშვილი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის აქტიურად წარმართვა, რომელშიც თითოეული მოსწავლე ენთუზიაზმით იქნება ჩართული. მასწავლებელი ყველაზე დიდ წარმატებას ბავშვებისა და მშობლების ნდობას მიიჩნევს, რაც ძალიან ახარებს და ეამაყება. პედაგოგს მათგან სწორედ ასეთი დამოკიდებულება აძლევს მოტივაციას და უმაღლებს განწყობას, კიდევ უფრო შემართებით გააგრძელოს საქმიანობა.

პედაგოგი დარეჯან გძელიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- სამართლიანი, მეგობრული, მიმტევებელი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღ!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვისწავლიდი უცხო ენებს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩვენი მასწავლებელი ძალიან კეთილია.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბავშვების და მშობლების ნდობა

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მასწავლებლობას ვთამაშობდი, ვასწავლიდი თოჯინებს.         


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება