| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე არის - შენ ეს შეგიძლია“- ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა, რომლისთვისაც მოსწავლეთა მოტივირება და განვითარება მთავარი საზრუნავია.
მისი კომპეტენტური აზრი კი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიონალიზმი, მოტივაცია, პასუხისმგებლობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მასწავლებლის კარგი მართვის უნარს, ეფექტურ გაკვეთილს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- შენ ეს შეგიძლია.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- სტუდენტურ გარემოზე ვიფიქრებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილგანწყობილი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების წარმატებები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- წიგნების კითხვა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას